2014-10-17
ბრძანება №:143/02-01

,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ”

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის, თსუ-ს IV სასწავლო კორპუსისა და გამომცემლობის საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ კილასონიას 2014 წლის 26 თებერვლის №33382/02, თსუ-ს I სასწავლო კორპუსის საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის რომან ხარბედიას 2014 წლის 26 სექტემბრის №33384/02, თსუ-ს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ტალახაძის 2014 წლის 26 სექტემბრის №33386/02, თსუ-ს X სასწავლო კორპუსის საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის აკაკი მიქაბერიძის 2014 წლის 01 ოქტომბრის №34354/02, 34355/02 და საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2014 წლის 02 ოქტომბრის №34400/02 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისია წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართი №1-ის სახით (დანართი №1).
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება