2010-10-04
ბრძანება №:93/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ალექსიძისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის  ლევან ალექსიძისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის   საფუძველზე,
                        
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ლევან ალექსიძეს, უნივერსიტეტის ფუნქციების შეუფერხებელი და ეფექტური განხორციელების მიზნით, მიენიჭოს ხელმოწერის უფლებამოსილება:

    ა) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებზე (ბრძანება) სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან, შეწყვეტასთან, აღდგენასთან, დამატებითი სემესტრის გავლასთან, სტუდენტის სახელის ან გვარის შეცვლის გამო პირად საქმეში ცვლილების შეტანასთან, სტუდენტების ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან და სასწავლო კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით.
    ბ)    შესაბამის  სერტიფიკატებზე და ხელშეკრულებებზე (საგრანტო და სხვა).


  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამსახურის ცენტრს.
  4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი             ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება