2011-06-27
ბრძანება №:61/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის აკაკი ლაბარტყავას ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს გაიმართვისა და საიუბილეო ღონისძიების საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის აკაკი ლაბარტყავას ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს გაიმართვისა და საიუბილეო ღონისძიების  საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ

     სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის აკაკი ლაბარტყავას ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს გამართვის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,    

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) პროფესორის აკაკი ლაბარტყავას ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართოს 2011 წლის 23 სექტემბერს 1600 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №1).
  2. შეიქმნას პროფესორ აკაკი ლაბარტყავას საიუბილეო ღონისძიების  საორგანიზაციო კომისია (შემდგომში – ,,კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ალექსანდრე კვიტაშვილი - რექტორი, კომისიის თავმჯდომარე;

    ბ) ირაკლი ბურდული -  იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

    გ) გიორგი კვერენჩხილაძე - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

    დ) მაია კოპალეიშვილი - საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

    ე) ზურაბ მიქაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

    ვ) ლადო ჭანტურია - პროფესორი, კომისიის წევრი.

  3. კომისიამ უზრუნველყოს საიუბილეო ღონისძიების ჩასატარებლად აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების დროულად გადაწყვეტა.
  4. დაევალოს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩასატარებლად კომისიისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა (მოსაწვევების დაბეჭდვა, მედიაში გაშუქება და ა.შ.)
  5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს  ირაკლი ბურდულს.
  6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  7. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  8. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.








უნივერსიტეტის რექტორი                                  ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება