2012-08-23
ბრძანება №:111/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 31 მაისის N7 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 27 ივლისის #31/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ა. ხელაძის 2012 წლის 23 აგვისტოს №20090/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა სამსახურში მისაღებად;
  2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  4. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 23 აგვისტოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2012 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2012 წლის 15 ოქტომბერს;
  5. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

    1. ეკონომიკის პრინციპების კათედრა

    ასოცირებული პროფესორი _ 1

    2. მაკროეკონომიკის კათედრა

    სრული პროფესორი _ 1

    3. მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა

    სრული პროფესორი _ 1

    4. საერთაშორისო ბიზნესის კათედრა

    სრული პროფესორი _ 1

  6. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

    ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word da PDF);

    გ) პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

    ვ) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;

    თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

  7. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2012 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №608
  8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
  9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
  10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
  11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება