2010-11-15
ბრძანება №:106/01-01
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 1 სექტემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრის ირაკლი ყიფშიძის 2010 წლის 28 ოქტომბრის №27116/02 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 1 სექტემბრისს №74 ბრძანებაში და ბრძანების მე–2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი