2010-12-31
ბრძანება №:2152/01-04

სსიპ _ "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტების სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტები ჩაირიცხონ ყოფილ სსიპ _ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიერთების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 1);
   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);
   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 3);
   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (დანართი 4).

2.    ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.          
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორი                                  ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება