2012-07-12
ბრძანება №:84/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ”, ,,ს” ,,ტ” ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ

1.    დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია თანდართული დანართებით (დანართი #1).
2.    ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                             ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება