ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნისა და კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ (ბრძანება №27/01-01)
ბრძანება № 27 / 01-01
13.03.2009 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნისა და კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 22-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის #141-ე დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 03 ოქტომბრის #15 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად,
ვბრძანებ:
- აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედით განახლების მიზნით დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2009 წლის 31 მარტს:
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 2 წევრი
- მედიცინის ფაკულტეტი – 1 წევრი
- გამოცხადდეს კანდიდატთა რეგისტრაცია 2009 წლის 16 მარტის 10 საათიდან 27 მარტის 18 საათამდე.
- კანდიდატა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 3, თსუ II კორპუსი, ოთახი #4.
- ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი
გიორგი ხუბუა