2017-12-28
ბრძანება №:281/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის და ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ბეჟან თუთბერიძის 2017 წლის 25 დეკემბრის №24871/10-2 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება
1. თოფჩიშვილი მირიან - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2. მინაშვილი ციცინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
3. ღავთაძე თამარი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
4. ფოფხაძე ლაურა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
5. ქოიავა კახაბერი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;
6. ჩხაიძე ზვიადი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
7. ხუციშვილი სოფიო - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება
1. მაისაძე ფერანდო - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო);
2. ბაშელეიშვილი ლევანი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
3. გიორგობიანი თამაზი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
4. მაისურაძე გივი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
5. წამალაშვილი თამარ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილება
1. ჭიჭინაძე გიორგი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო);
2. ვარსიმაშვილი ენდი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
3. ვაშაკიძე გიორგი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
4. მიგინეიშვილი რამაზი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული;
5. ტოგონიძე მანანა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული;
6. ბერიძე თამარი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
7. ლობჟანიძე კობა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
8. გაბარაშვილი ქეთევანი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
9. ჩიხელიძე ქეთევანი - მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული
10. ჩხოტუა თამარი - მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული
სასარგებლო წიაღისეულისა და გეოქიმიის განყოფილება
1. კეკელია სერგო- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო);
2. ფოფხაძე ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
3. გაგნიძე ნონა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
4. მშვენიერაძე ირა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
გარემოს დაცვის განყოფილება
1. მიქაბერიძე ალექსანდრე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
2. გელაშვილი ნინო- უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;
3. ადამია ტარიელი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;
4. მაჩიტაძე ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;
5. მაისურაძე გურამ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო
6. ხარგელია რუსუდანი – მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
7. ხუხუნია ციცინო - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული;
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232-ე მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება