2010-10-27
ბრძანება №:1842/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის ’’ვ” ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების დეკანების №26368/02 20.10.10; №25454/02 07.10.10; №25367/02 06.10.10; №25363/02 06.10.10; №25365/02 06.10.10; №25557/02 08.10.10 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დანართი 2);
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
-
აღნიშნულ სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გამო, არ მიეცათ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება.
- ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
- დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება მიმდინარე წლის 27 ნოემბრამდე.
- ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე
-
წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი