2012-10-18
ბრძანება №:139/01-01
"სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2004-2005 სასწავლო წლამდე კურსდამთავრებულთა საკონტაქტო საათების ოდენობის დადგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე" უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის №102/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და მე-4 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 3 ოქტომბრის №371/26 (№25228/02, 03.10.2012)| წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 30 სექტემბრის №102/01-01 ბრძანების სათაურსა და პირველ პუნქტში:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2004-2005 სასწავლო წლამდე კურსდამთავრებულთა საკონტაქტო საათების ოდენობის დადგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე".
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2004-2005 სასწავლო წლამდე კურსდამთავრებულთა (რომელთა საკონტაქტო საათების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება), საკონტაქტო საათების ოდენობის დადგენის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ქუთელია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეა ზარნაძე – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
გ) ალექსანდრე თევზაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის მდივანი, კომისიის წევრი;
დ) ქეთევან გოგოლაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
ე) მაია გრიგოლია – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი – კომისიის წევრი;
ვ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – კომისიის წევრი."
2. ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ,,ვებ”-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება