2011-06-14
ბრძანება №:105/02-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა – თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები” მონაწილეობის ტარიფების დადგენის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა – თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები” მონაწილეობის ტარიფების დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქეთევან გაბუნიას 2011 წლის 7 ივნისის №14298/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ 2011 წლის 28-29 ოქტომბერს ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ლინგვისტიკა, ლიტერატურა, დიდაქტიკა – თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები” მონაწილეობის ღირებულება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – 50 ევრო;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის – 60 ლარი.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე