2015-07-07
ბრძანება №:107/01-01
,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, და მე-9 პუნქტის და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 2 ივლისის №21545/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით დამტკიცდეს ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ა) ელგუჯა ხინთიბიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟიურის წევრი;
ბ) ნათელა ჯაბუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟიურის წევრი;
გ) ამირან არაბული - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
დ) ეკა ჩხეიძე - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ე) შორენა შამანაძე - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ვ) თედო უთურგაიძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ზ) თამარ ვაშაკიძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟიურის წევრი;
თ) მედეა ღლონტი - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟიურის წევრი;
ი) დავით მერკვილაძე - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
კ) მზია ტყავაშვილი - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ლ) გიორგი გოცირიძე - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
2. დაევალოს ჟიურის ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობითა და რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული განსაზღვრული წესით.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა