2016-04-14
ბრძანება №:48/02-01

,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს 114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის      14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25  აგვისტოს 114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 12 აპრილის N13783/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე  (კომისიის თავმჯდომარე); 
ბ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); 
გ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი); 

დ) ნატო ჩუბინიძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი); 
ე) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი); 
ვ) სერგო სანაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი);
ზ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი)“.

2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,                                                             
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                          ერმი ქემოკლიძე

« უკან დაბრუნება