2020-02-18
ბრძანება №:37/01-01
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლის N58/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლის N58/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 თებერვლის №2817/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 28 თებერვლის N58/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნისა და მოდიფიცირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნისა დ ა მოდიფიცირების მიზნით დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი - რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ) ივანე მინდაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ქეთევან ხუციშვილი - საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) დალი კანდელაკი - საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აპარატის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მარიამ გერსამია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ნათია კუპრაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) მარინა ნაცვალაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) დაჩი ჩიტაია - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, სტუდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) იზა კასრაძე - იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.“.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე