2015-10-30
ბრძანება №:161/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა შესაბამისი დაფინანსების მოპოვების მიზნით განცხადებების მიღების გამოცხადებისა და ვადების დადგენის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა შესაბამისი დაფინანსების მოპოვების მიზნით განცხადებების მიღების გამოცხადებისა და ვადების დადგენის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის №57/2015 დადგენილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა შესაბამისი დაფინანსების ოდენობის მიღების მოპოვების მიზნით გამოცხადდეს შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2015 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში – 2015 წლის 2 ნოემბრიდან 2015 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. საბუთების მიღება მოხდეს ზემოთმითითებულ პერიოდში ყოველ სამუშაო დღეს 1000 საათიდან 1800 საათმდე უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, კანცელარიაში (№114 ოთახი).
2. დაფინანსების მოპოვების მსურველებმა კომისიის სახელზე წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადად ხელმოწერილი განცხადება (განცხადება ასევე შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით აღჭურვილი - მინდობილობის/რწმუნებულების მქონე - პირის მიერ);
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის შესაბამისი გვერდების ასლები (რითიც დგინდება პირის ვინაობა);
გ) ზოგადი შრომის სტაჟის, მათ შორის, უნივერსიტეტში მუშაობის (მათ შორის, სხვადასხვა თანამდებობაზე სხვადასხვა პერიოდსა თუ ვადებში, ასევე უნივერსიტეტში ერთსა და იმავე პერიოდში შეთავსებით მუშაობის) დამადასტურებელი ოფიციალური წესით გაცემული დოკუმენტის ასლი (შრომის წიგნაკი და სხვ.);
დ) წერილობითი ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მის სახელზე არსებული შემოსავლის სახეობის მითითებით (ოდენობის მითითების გარეშე). ხსენებული წერილობითი ინფორმაციის გაცემიდან მის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე გასული არ უნდა იყოს 2 კვირაზე მეტი ვადა;
ე) ხელწერილი, რომ ანაზღაურების მიღების შემთხვევაში უარს განაცხადებს მის მიერ სხვა წყაროდან მისაღებ შემოსავალზე, ხოლო ასეთი შემოსავლების მიღების შემთხვევაში დაუბრუნებს უნივერსიტეტს უნივერსიტეტის მიერ მასზე ზედმეტად გაცემულ თანხას.
3. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, პირს მიეცემა 5 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე