2017-03-10
ბრძანება №:62/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ან/და ტრენინგ კურსების საფასურის თსუ-ის პერსონალისათვის ეტაპობრივი გადახდის უფლების მინიჭების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ან/და ტრენინგ კურსების საფასურის თსუ-ის პერსონალისათვის ეტაპობრივი გადახდის უფლების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 06 მარტისN№2732/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
თსუ-ის პერსონალს მიეცეს უფლება უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო და ტრენინგ კურსების საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.
2.
ამ ბრძანების პირველი პუნქტის მიზნებისათვის თსუ-ის პერსონალი ვალდებულია წერილობითი განცხადებით მიმართოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი სასერტიფიკატო ან/და ტრენინგ კურსის საფასურის გადახდის ეტაპები და ეტაპობრივად გადასახდელი თანხის ოდენობა.
3.
თსუ-ის პერსონალს წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული უფლება ენიჭება მხოლოდ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.
4.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა