2016-06-29
ბრძანება №:111/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის “ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისთვის” დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის “ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისთვის” დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის 20 ივნისის #20538/02 წერილის საფუძველზე,                     
                         ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსი “ტრენინგი  უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისთვის” წარმოდგენილი მოდულებით (დანართი 1): 
ა) კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავება;
ბ) სწავლებისა და შეფასების მეთოდები უმაღლეს სასწავლებლებში;
გ) მიკრო-სწავლება;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                        დარეჯან თვალავაძე
                                                                 
« უკან დაბრუნება