2018-11-20
ბრძანება №:286/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭირეობის მქონე აპლიკანტების ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
2.
განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭირეობის მქონე აპლიკანტების ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 21-29 ნოემბერი.
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება