2019-01-28
ბრძანება №:18/02-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2018 წლის 21 დეკემბრის N318/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N25569/10 და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 23 იანვრის N1010/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი
განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ფირმის ბუღალტერია - ორისი“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 12 საათით; ერთი კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარის ოდენობით;
2. მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 10 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება