2018-06-26
ბრძანება №:150/01-01

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  05.06.2018 წლის №11050/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) თამარ  გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ვასილ გონაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) გოჩა ფერაძე, აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ დამოუკიდებელი სამენციერო-კვლევით ერთეულის - თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის სამართლის ისტორიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კომისიის წევრი;
ვ) ირმა ხარშილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებულმა კომისიამ, დადგენილ ვადაში, უზრუნველყოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად შესაბამის პირთა შერჩევა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სათანადო ინფორმაციის გაგზავნა ელ. მისამართზე info@justice.gov.ge.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                                                                          გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება