2013-12-18
ბრძანება №:173/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013/2014 სასწავლო წლის იტალიურენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 2 2 -ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 1 4 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის ბრძანების №167/01-01, 10.12.13 და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (39073/02; 17. 1 2.2013) საფუძველზე  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიურენოვანი გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

2.    კონკურსი ჩატარდეს 2013 წლის 23 დეკემბერს, თსუ მეორე კორპუსში, ოთახი №203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, მეორე კორპუსი, მეორე სართული).

3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომისიის თავმჯდომარე ნიკოლეტა დაგა (იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე)

ბ) კომისიის წევრი მაია ჯავახიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

გ) კომისიის წევრი სალომე კენჭოშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინგლისურენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ლელა კაცაძე.

5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).

6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის

ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.

8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                   მერაბ ელიაშვილი რექტორის მოადგილე 

« უკან დაბრუნება