2010-01-26
ბრძანება №:07/02.01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალთან გასაუბრების ჩატარებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალთან გასაუბრების ჩატარებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის     29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" " 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

  

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

  1. ჩატარდეს გასაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის შესარჩევად;
  2. პერსონალის შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

) მაღალი შეფასების ასაკობრივი ზღვარი 25-დან 35 წლამდე - 30 ქულა,

საშუალო შეფასების ასაკობრივი ზღვარი 35-დან 50 წლამდე   - 20 ქულა,

დაბალი შეფასების ასაკობრივი ზღვარი 18-დან 25 წლამდე და   50 წლის ზემოთ - 10 ქულა;


ბ)   კანდიდატის   ინტელექტუალური   დონე,   მისი კომუნიკაბელურობის       უნარი   - 0 - დან 35 ქულამდე;


   გ)   კანდიდატის ფიზიკური მომზადება და გარეგნული პარამეტრები -   სიმაღლე, წონა და ა.შ., (განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება ოქმედ სპორტსმენებს ან რეგულარულად მოვარჯიშე პირებს, რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ მაღალი სპორტული მიღწევები, მაგრამ იმყოფებიან კარგ ფიზიკურ ფორმაში) -   0 - დან 35 ქულამდე.


3. გასაუბრებისას კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

)          ცნობა ნასამართლეობის შესახებ (მხედველობაში არ მიიღება მოხსნილი ან გაქარწყლებული);

ბ)     4 ცალი ფოტოსურათი ¾ზომით 3X4-ზე   დისკით ;

                  გ) ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან;

           დ) ჯანმრთელობის ცნობა _ ფორმა #100

ე) დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან;

)       რეკომენდაცია;

                  ზ) დეტალური ავტობიოგრაფია ხელნაწერის სახით;

                  თ) დიპლომის ან საშუალო განათლების დამადასტურებებლი დოკუმენტის ასლი;

   )   სამოტივაციო წერილი;

  კ )   ინფორმაციის წარმოდგენა შეთავსებითი სამუშაოს შესახებ;

  ლ )      ინფორმაცია სპორტული ან სხვა მიღწევების შესახებ;

 

* კანდიდატს განემარტება, რომ მის მიერ ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, იგი მოიხსნება გასაუბრებიდან, ხოლო აღნიშნული ფაქტის მოგვიანებით გამოაშკარავების შემთხვევაში, მასთან შეწყდება შრომითი ხელშეკრულება.

 

4. გასაუბრების შედეგად შერჩეული პერსონალის შრომის     ანაზღაურების  ოდენობა   და სხვა პირობები აისახოს შრომით   ხელშეკრულებებში;

   5.       შეიქმნას კომისია დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის

   შესარჩევად შემდეგი შემადგენლობით:

 

1.  რომან ხარბედია

2. თამაზ წიკლაური

3.  გიორგი გორაშვილი

4. ნათელა ლაცაბიძე

 

          6. გასაუბრება ჩატარდება   2010 წლის 25 იანვარს;

7.   ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

   საფუძველი: დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის    მოხსენებითი    ბარათი #411/02   11.01.2010წ.

 

 

 

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის

მოვალეობის შემსრულებელი

                        რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება