2013-03-11
ბრძანება №:528/01-04
ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის 11 მარტის №7765/02 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, დანართი №1-ში მითითებულ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს (დანართი №1).
- შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში).
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
- დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი