2015-02-06
ბრძანება №:147/02-04
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელის 2014 წლის 04 სექტემბრის №777/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელის 2014 წლის 04 სექტემბრის №777/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 30 იანვრის №2481/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელის 2014 წლის 04 სექტემბრის №777/02-04 ბრძანებაში:
ბრძანების პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:
ა) 2014 წლის პირველი სექტემბრიდან _ 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თვეში 312.50 ლარი, 2015 წლის პირველი თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით 105 ლარი ალგიმანტას ბირბილასს (ვილნიუსის უნივერსიტეტი);
ბ) 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან _ 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით ანა ბეატა უფნალს (ვარშავის უნივერსიტეტი), ედვინას კრიაუჩიუნასს და ვიქტორია ვალენტაიტეს (ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი) თითოეულს თვეში 312.50 ლარი, ივა სვობოდოვას (მასარიკის უნივერსიტეტი) თვეში 187.50 ლარი;
გ) 2015 წლის პირველი თებერვლიდან 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით 190 ლარი და 2015 წლის პირველი მარტიდან 2015 წლის 21 ივლისის ჩათვლით თვეში 502.50 ლარი იაკუბ ვარმუჟას (მასარიკის უნივერსიტეტი);
დ) 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თვეში 312.50 ლარი, 2015 წლის პირველი თებერვლიდან 2015 წლის 21 ივლისის ჩათვლით თვეში 315 ლარი კოტრინა იანიშკიტეს (ვილნიუსის უნივერსიტეტი) (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)’’.
2.
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს სტიპენდია უნივერსიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში “სხვადასხვა ხარჯების” მუხლში გათვალისწინებული სტიპენდიის თანხებიდან.
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება