2010-06-24
ბრძანება №:148/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების სახანძრო-საევაკუაციო გეგმების დამტკიცებისა და მათი განთავსებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების სახანძრო-საევაკუაციო გეგმების დამტკიცებისა და მათი განთავსებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დამტკიცდეს თსუ-ს სასწავლო კორპუსების სახანძრო-საევაკუაციო გეგმები წარმოდგენილი დანართის სახით.
- დაევალოს მატერიალური რესურსების დეპარტამენტსა (დ. ჩერქეზიშვილი) და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს (გ. გორაშვილი) დამტკიცებული სახანძრო-საევაკუაციო გეგმების განთავსება თსუ-ს სასწავლო კორპუსებში.
- ბრძანება საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე.
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
საფუძველი: თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გ. გორაშვილის 2010 წლის 23 ივნისის #15270/02 წერილი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი რომან ხარბედია