2011-06-01
ბრძანება №:94/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490  ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ’’  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის №46/02-01 ბრძანების  პირველი  პუნქტით   დამტკიცებული №1 დანართის  ,,სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა  და  სამკითხველო დარბაზებით  სარგებლობის წესის’’  მე–2 მუხლის   მე–3 პუნქტსა და მე–6 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

    ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,3. ერთდროულად გაიცემა არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეულისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ინტერესიდან გამომდინარე, დირექტორის ნებართვით, დასაშვებია 5–ზე მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტის გაცემა, რის შესახებაც აღნიშვნა გაკეთდება მკითხველის მოთხოვნის ბარათზე.”

    ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

    ,,მუხლი 6.  გარდამავალი დებულებები

    წინამდებარე წესის ნორმები, რომლებიც საზღვრავენ გასატარებელი ღონისძიებების სახეობებს საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაუბრუნებლობის შემთხვევაში არ ვრცელდება უკვე დროებით სარგებლობაში გატანილ: რარიტეტებზე, წიგნებზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ბიბლიოთეკაში, პერიოდულ გამოცემებზე, 1921 წლამდე გამოცემულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე, აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო, ფონო-დოკუმენტებზე, ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებზე. ასეთ შემთხვევებზე კანონმდებლობით დადგენილ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია საბიბლიოთეკო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. წიგნის ღირებულების დადგენის საჭიროების შემთხვევაში საბიბლიოთეკო დოკუმენტის ღირებულებას ადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაცია (აუდიტი), რომლის საექსპერტო მომსახურების თანხას იხდის ის მკითხველი, რომელიც ბიბლიოთეკას ვერ უბრუნებს გატანილ აღნიშნულ საბიბლიოთეკო დოკუმენტს.”

  2. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. დაევალოს კანცელარიას, წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება