2011-08-12
ბრძანება №:03/03
სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ
სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 26–ე მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე–3 მუხლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2011 წლის 12 აგვისტოს N21499/02, მედიცინის ფაკულტეტის 2011 წლის 12 აგვისტოს N21496/02, იურიდიული ფაკულტეტის 2011 წლის 12 აგვისტოს N21474/02 წერილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასების ფორმა“ (დანართი N1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სილაბუსის შეფასების ფორმისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 სექტემბრის N#03/03 ბრძანება;
ბ) „სილაბუსის შეფასების მოდიფიცირებული ფორმისა და ინდიკატორების დამტკიცების შესახებ“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2010 წლის 28 ივნისის N#05/03 ბრძანება;
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი ნინო დურგლიშვილი
« უკან დაბრუნება