2014-12-30
ბრძანება №:225/01-01
ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესის ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესის ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ მარგალიტაძის 2014 წლის 24 ივლისის #22992/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
- ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესის ჩატარების მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) თინათინ მარგალიტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯდომარე;
დ) ავთანდილ არაბული – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) მანანა გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) მანანა რუსიეშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ლარს ტრაპ-იენსენი - დანიური ენის ინსტიტუტი, ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) ანდრეა აბელი - ევროპის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) კარლა მარელო - ტურინის უნივერსიტეტი, ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) იოსტ გიპერტი – მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) პიუს ტენ ჰაკენი - ინსბრუკის უნივერსიტეტი, ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) მაია დავლიანიძე - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ია ორმოცაძე - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) დავით მაზიაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, დოქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) თამარ გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.
- კონგრესი ჩატარდეს 2016 წლის 6 - 10 სექტემბერს.
- დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს საერთაშორისო კონგრესის შენატანებისათვის სპეციალური ქვეანგარიშის გახსნა.
- დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს საერთაშორისო კონგრესის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
- დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის გაშუქება.
- დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს უცხოელი სტუმრების მიღებისა და გაცილების ორგანიზების უზრუნველყოფა.
- დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა « უკან დაბრუნება