2019-07-05
ბრძანება №:168/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 2-9 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9-16 სექტემბერი.
ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 15 სექტემბერი; ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9-16 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 16 სექტემბერი-28 დეკემბერი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 5 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 11 – 17
თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი – 8 იანვარი; 18 თებერვალი - 1 მარტი.
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი – 2 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 მარტი – 13 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 10 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 - 25 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 26 ივლისი - 13 სექტემბერი.
მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 20-23 სექტემბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20-23 სექტემბერი.
ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 22 სექტემბერი; ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 16 - 23 სექტემბერი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 23 სექტემბერი - 11 იანვარი;
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 13 იანვარი - 5 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 11-17
თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი – 5 იანვარი, 18 თებერვალი - 1 მარტი.
ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვალი - 1 მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 24 თებერვალი – 2 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 მარტი – 13 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 10 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 - 25 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 26 ივლისი - 13 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე