2016-02-12
ბრძანება №:16/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეტენდენტების კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოზე დამტკიცების მიზნით ჩასატარებელი კენჭისყრის უზრუნველსაყოფად კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეტენდენტების კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოზე დამტკიცების მიზნით ჩასატარებელი კენჭისყრის უზრუნველსაყოფად კომისიის შექმნის შესახებ  

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეტენდენტების კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოზე დამტკიცების მიზნით ჩასატარებელი კენჭისყრის უზრუნველსაყოფად დამტკიცდეს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:   

ა) დავით გოცირიძე -  პროფესორი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
თ) დემეტრე ეგნატაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი; იურიდიული ფაკულტეტი.
ბ) ალექსანდრე თევზაძე - პროფესორი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი.
გ) მირიან ტუხაშვილი - პროფესორი; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
დ) ნანა ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
თ) გიორგი ჩაკვეტაძე - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი; იურიდიული ფაკულტეტი.
ე) რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ვ) ჯენარა ქრისტესაშვილი - ასოცირებული პროფესორი; მედიცინის ფაკულტეტი.
ზ) ეფემია ხარაძე - ასისტენტ პროფესორი; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.
2.  დაევალოს საარჩევნო კომისიას   კენჭისყრის მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად  ჩატარება.
3. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. 
4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
5. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.
7. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
9. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან)   1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6). 
10.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება