2008-06-23
ბრძანება №:0

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 3 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ (ბრძანება № 74/02-01)

ბრძანება № 74 / 02-01
       23.06.2008 წ
       

 

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 3 იანვრის #03/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 3 იანვრის #03/02-01 ბრძანებაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი განისაზღვროს შემდეგნაირად:

    სრული პროფესორი            40 საშტატო ერთეული;
    ასოცირებული პროფესორი     106 საშტატო ერთეული;
    ასისტენტ პროფესორი          34 საშტატო ერთეული;

      2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი თანდართული სახით;

    3. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისათვის;

    4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

    5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;

    6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    საფუძველი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი
    #10007/02 23.06.2008წ.

  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  გ. გალდავა

« უკან დაბრუნება