2013-02-21
ბრძანება №:03/04

თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 9 ნოემბრის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 9 ნოემბრის №38/04  ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის,  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-5 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  1. ,,ა(ა)იპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 9 ნოემბრის №38/04  ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში - ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების წესი და  პირობები’’ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

    ა)  ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
    ,, 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას დანართის სახით უნდა ახლდეს მე-9 პუნქტის  ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დამადასტურებელი, ქართულ ენაზე ნათარგმნი და კანონმდებლობით  განსაზღვრული წესით დამოწმებული დოკუმენტაცია’’.
    ბ) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
    ,,12. ამ მუხლის მე-9 - მე-11  პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე წერილობითი ინიციატივა განიხილება ზემდგომი თანამდებობის პირის (პირების)/უშუალო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების)  მიერ და წერილობითი თანხმობით გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა უნივერსიტეტის რექტორს ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.’’

  2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.








რექტორი                                                                                       ალექსანდრე კვიტაშვილი



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                             დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება