2020-07-01
ბრძანება №:120/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 (01/06/2020) ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახ

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის  2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 (01/06/2020) ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახ


„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   51-ე   მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 2020 წლის 29 ივნისის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N8256/10 წარდგინების საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის   2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 (01/06/2020) ბრძანებაში და ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდეს მას შემდეგ, როცა დამთავრდება სასწავლო პროცესი „ბაგა- ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი“  V საფეხურის პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩაირიცხნენ რექტორის 2018 წლის N 1240/01-04 (2018-12-03) ბრძანებით“.
2.  ბრძანებას  დაემატოს  შემდეგი  რედაქციის   მე-6  პუნქტი  „6.  ბრძანება  ძალაშია გამოცემისთანავე“.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება