2010-07-05
ბრძანება №:152/02-01
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის დასაკავებლად შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის დასაკავებლად შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
-
დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- მარიამ ლომოური – თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
- დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
- მასუმი ტაკარაგავა – იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე,
- პაატა ნაცვლიშვილი – მიცუბიშის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენელი;
- მარგალიტა შაქარაშვილი – თსუ–ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
- დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორის ხელახალი კონკურსის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
- გასაუბრება ჩატარდება 2010 წლის 5 ივლისს 16 საათზე.
- კოორდინატორის შერჩევა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმებით (დანართი 2).
- ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წარდგინება N16008/02 02-07-2010წ
ადმინისტრაციის ხელძღვანელი რ. ხარბედია