2009-06-17
ბრძანება №:153/02-03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ ქეთევან ცინცაძისთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნისა და ნინო კალანდიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ  ქეთევან ცინცაძისთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნისა და  ნინო კალანდიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის I-ლი ნაწილის, 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 25 მაისის # 129/02-03 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება 2009 წლის 22 ივნისიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ქეთევან ცინცაძეს;
2. დაინიშნოს 2009 წლის 22 ივნისიდან ქეთევან ცინცაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და განესაზღვროს ხელფასი თვეში 710 (შვიდას ათი) ლარი;
3. დაინიშნოს  2009 წლის 22 ივნისიდან ნინო კალანდია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე და განესაზღვროს ხელფასი თვეში 530 (ხუთას ოცდაათი) ლარი;
4. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს  ქეთევან ცინცაძესთან და ნინო კალანდიასთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
5. ბრძანება  განთავსდეს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. კონტროლს  ბრძანების  შესრულებაზე  განვახორციელებ  პირადად;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 საფუძველი : საკონკურსო კომისიის წარდგინება # 10908/02 10.06.2009წ.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
                                     რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება