2017-10-04
ბრძანება №:192/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო საგანმანათებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2017-2018 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო საგანმანათებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს N135/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 5 დეკემბრის N141/2016 დადგენილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 15 სექტემბრის MES 6 17 01075709 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო საგანმანათებლო პროგრამები და განისაზღვროს აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების რაოდენობა წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე « უკან დაბრუნება