2017-05-01
ბრძანება №:100/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” ფასიანი მომსახურების ღირებულებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” ფასიანი მომსახურების ღირებულებისა და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” დამტკიცების შესახებ რექტორის 2015 წლის 03 დეკემბრის №152/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის N№6019/10  წერილის  საფუძველზე,



 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:   

1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული  სპეციალისტის კურსის (CCNA)” (4 მოდული, სულ 200 საათი) კურსის  თითოეული მოდულის მოცულობაა 50 საათი;  თითოეული  მოდულის მომსახურების ღირებულება მსმენელისათვის განისაზღვროს 218 ლარით  (50 სთ);
2.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” გასავლელად მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ სტუდენტების, კერძოდ: კურსზე თითოეული მოდულის მომსახურების ღირებულება მსმენელისათვის განისაზღვროს 190 ლარის ოდენობით (50 საათი);
3.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება