2014-03-31
ბრძანება №:45/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ - კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“ (დამწყებთათვის) ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის  საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ – კურსის “ტრენერების ტრენინგი“ (დამწყებთათვის) დამტკიცების შესახებ რექტორის N 49/01-01 (28.03.2014) ბრძანების საფუძველზე,
                     
                             ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
  
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენიგ - კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“ (დამწყებთათვის) - ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარით.  
2. მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლი გადასახადის ჩათვლით).
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა  დაინტერესებული  პირებისათვის.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

        
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 დ. ჩომახიძე            

« უკან დაბრუნება