2007-12-18
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007_2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოყვენის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ (ბრძანება 97/01-01)

ბრძანება # 97 /01 - 01
                   18.12.2007 წ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში     2007_2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოყვენის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.         თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა 2007_2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მოხდეს ამ სემესტრისათვის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე.
2.         სტუდენტთა მობილობისათვის განცხადებების შესაბამისი საბუთებით მიღება განხორციელდეს 2008 წლის 21 იანვრიდან 11 თებერვლამდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტში.
3.         დაევალოთ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლებს (რ. ბოჭორიშვილი, დ. თვალთვაძე, ნ. ბელქანია, ჯ. ჯანჯღავა, დ. კერესელიძე, ა. ცისკარიძე):
ა) უზრუნველყონ კონკურსანტთა კრედიტების აღიარება 2008 წლის   
1_13 თებერვლამდე და შესაბამისი ფორმით სასწავლო დეპარტამენტისათვის  
მიწოდება.
ბ) წარმოადგინონ შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო 
კომისიების შემადგენლობა 2008 წლის 13 თებერვლამდე.
4.         კონკურსანტთა რეგისტრაცია განხორციელდეს 2008 წლის 14, 15 და 18 თებერვალს თსუ-ს სასწავლო დეპარტამენტში.
5.         საკონკურსო გამოცდა ჩატარდეს 2008 წლის 19 თებერვალს.
6.         გამოცდის შედეგები გამოცხადდეს 2008 წლის 20 თებერვალს.
7.         სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდეს გამოცდის შედეგების გამოცხადებისთანავე 2008 წლის 20 და 21 თებერვალს.
8.         კონკურსანტთა შეხვედრა სააპელაციო კომისიასთან შედგეს 2008 წლის    21 თებერვალს 1500 საათზე.
9.         საკონკურსო გამოცდის საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 2008 წლის     22 თებერვალს.
10.       ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლებმა უზრუნველყონ საკონკურსო გამოცდის საბოლოო შედეგების საფუძველზე სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ წარდგინების მომზადება და წარმოდგენა.
11.       სასწავლო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარდგენა.
12.       დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს  ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13.       ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ვებ-გვერდზე და გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში”.
14.       კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
15.       ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

     საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის      
16 თებერვლის ბრძანება #121.

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება