2017-04-13
ბრძანება №:66/01-01
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დასაჯილდოებელ პირთა გამოსავლენად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დასაჯილდოებელ პირთა გამოსავლენად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსის 2017 წლის 30 მარტის N44691/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის ყოველწლიურად ერთი ჟურნალისტის, ერთი საზოგადო მოღვაწისა და ერთი უცხოელი ქართველოლოგის ან საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატის კანდიდატის შერჩევისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დასაჯილდოებლად რექტორისათვის წარდგენის მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რექტორის მოადგილე;
ბ) მზექალა შანიძე - თსუ ემერიტუსი;
გ) დამანა მელიქიშვილი - თსუ ემერიტუსი;
დ) რამაზ ქურდაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) რამაზ ჭილაია - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) თინათინ მარგალიტაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ზ) რატი ამაღლობელი - მწერალი;
თ) გაგა ლომიძე - თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ი) მედეა ღლონტი - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
კ) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ლ) რეზო იუკურიძე - ჟურნალ „კულტურა პლუსის“ რედაქტორი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე