2018-12-25
ბრძანება №:995/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 29 ნოემბრის #488 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2018 წლის 12 დეკემბრის #307/01-01 ბრძანებების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ. კორძაიას 19.12.2018წ. #26193/30 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 20.12.2018წ. #26333/10 დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;
2.
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 6000 ლარი, უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა