2010-01-21
ბრძანება №:03/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთააკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთააკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 35-ემუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" მე-4, მე-6, მე-11, მე-15 მუხლების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების 2009 წლის 13 ნოემბრის #215/02-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 21 იანვარს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 22 თებერვლიდან 2010 წლის 9 მარტამდე, კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
4. კონკურსი ცხადდება იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

სისხლის სამართლის მიმართულება – 2 საშტატო ერთეული;
სამართლის მეთოდების მიმართულება - 1 საშტატო ერთეული;
სამართლის მეთოდების მიმართულება - 1 საშტატო ერთეული;
5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 675 (ექვსას სამოცდათსუთმეტი) ლარით;
6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე, 2010 წლის 22 თებერვლიდან 2010 წლის 9 მარტამდე. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი) 1 სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია) ოთახი #117;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის წარდგინება #682/02 14.01.2010წ.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა
გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება