2010-07-19
ბრძანება №:169/02-01

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემის, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 29.06.2010 წლის №150/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-24-ე, ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება  ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. №13-ში მდებარე    მე-11 სასწავლო კორპუსის (ბიოლოგები)  შენობა-ნაგებობაში არსებული ფართის იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე კვების ობიექტის მოწყობის მიზნით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 30.06.2010 წლის №150/02-01  ბრძანების   დანართ №1-ში და
    ა) იჯარით გასაცემი ფართი ნაცვლად  123 კვ.მ.-სა  განისაზღროს 110 კვ.მ-ით;

    ბ)განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდეს 2010 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით;

    გ) კონკურსის ჩატარების თარიღი (მონაწილის წინადადების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღი) 2010 წლის 05 აგვისტო 17.00 საათი.

  1. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს გაზეთ “24 საათში”  და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

       საფუძველი: კომისიის გადაწყვეტილება (19.07.2010 წლის ოქმი №1).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება