2013-02-25
ბრძანება №:21/01-01

"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 იანვრის #05/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 იანვრის #05/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 21 თებერვლის №542/30-01 (№4505/02, 21.02.2013) წარდგინებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის 2013
წლის 18 თებერვლის №3748/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 იანვრის #05/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე განსაზღვრული ვაკანტური ადგილების მე-2 და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    "2. პოლიტიკის მეცნიერება: 3"

    "3. კონფლიქტების ანალიზი და მართვა: 3"


  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  3. ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება