2017-05-25
ბრძანება №:100/01-01
2017 წლის 3-14 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017 წლის 3-14 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (7934/10 25.05.2017) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
შევიდეს ცვლილება 99/01-01; 25/05.2017 ბრძანებაში, კერძოდ, კომისიის წევრის ასისტენტ პროფესორ თამარ ალფენიძის ნაცვლად, დამტკიცდეს ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი (დანართი №1)
2.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი