2008-07-03
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 22 ივლისის №129 ბრძანების "საბაკალავრო პროგრამების მომზადების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ახალი ფორმატის დამტკიცების თაობაზე (ბრძანება №48/01-01)

ბრძანება # 48 / 01-01
       03.07.2008 წ

 

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის  მოვალეობის  შემსრულებლის  2005  წლის  22  ივლისის  #129 ბრძანების   "საბაკალავრო    პროგრამების    მომზადების   ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ახალი ფორმატის დამტკიცების თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდების  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 22 ივლისის  #129 ბრძანება "საბაკალავრო პროგრამების მომზადების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”;
  2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის საუნივერსიტეტო ფორმატი 2008-2009 სასწავლო წლიდან განისაზღვროს შემდეგი წესით: სტუდენტს, გარდა რეგულირებადი სპეციალობებისა, ბაკალავრის   აკადემიური  ხარისხის  მისაღებად  საჭირო   კრედიტების შესრულება შეუძლია:
    ა)  ძირითადი სპეციალობის (major), დამატებითი სპეციალობის (minor) და თავისუფალი კრედიტების ერთობლიობით;
    ბ)  მხოლოდ ძირითადი სპეციალობისა   (major) და  თავისუფალი კრედიტების ერთობლიობით;
    გ)  საბაკალავრო  პროგრამის  ფორმატის  დაგეგმვა  სტუდენტის პრეროგატივაა და იგი თავისუფალია თავის არჩევანში;
    დ)  დამატებითი სპეციალობისა და თავისუფალი კრედიტების  არჩევა დასაშვებია საბაკალავრო პროგრამებიდან როგორც ძირითადი ფაკულტეტის ფარგლებში, ასევე თსუ სხვა ფაკულტეტებზეც;

    3. დაევალოს სასწავლო დეპარტამენტსა (თ. მარგალიტაძე) და ფაკულტეტების დეკანატებს უზრუნველყონ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრმების რეალიზებისათვის  ხელშემწყობი სასწავლო ცხრილის  დაგეგმვა;
    4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს   (თ. მარგალიტაძე);
    5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

  რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება