ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურის კონკურსანტთა რეგისტრაციის და სემესტრის შესახებ (ბრძანება #20/01-01)
11.04.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურის კონკურსანტთა რეგისტრაციის და სემესტრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 - 2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურის კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 2008 წლის 14 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით.
2. საგაზაფხულო სემესტრი განისაზღვროს 14 აპრილიდან 14 ივლისის ჩათვლით.
3. დაევალოს კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ვებ გვერდზე და სხვა ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
(თ. მარგალიტაძე)
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხუბუა