2017-03-06
ბრძანება №:164/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებით დამტკიცეული ,,დოქტორანტრის მინიმალური სტანდარტის’’ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის,  იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 2 მარტის №2608/31-02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 2 მარტის №2541/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 2 მარტის №2593/28 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად შემდეგი დოქტორანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3).


2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი    გიორგი შარვაშიძე



« უკან დაბრუნება