2010-11-15
ბრძანება №:109/01-01

,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ

  1. ,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის №116/01–01 ბრძანების მე–4 პუნქტი ამოღებულ იქნას, ხოლო ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,1. ალექსანდრე კვიტაშვილი – რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);

    2. დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

    3. დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის მდივანი);

    4. მაკა ჯოხაძე  –  მწერალი;

    5. გიორგი გაჩეჩილაძე – ლიტერატორი, კრიტიკოსი;

    6. როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე“.
  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                      ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება